განცხადება

ა(ა)იპ „ცხუმ-აფხაზეთის მეცნიერებათა აკადემია“-ს წესდების 5.2 და 5.3 პუნქტების შესაბამისად გიწვევთ აკადემიის საერთო კრებაზე, 2026 წლის 30 მარტს, 19:00 სთ-ზე.

საერთო კრება გაიმართება ელექტრონულად, Zoom პლატფორმაზე.

საერთო კრებაზე განხილული იქნება შემდეგი საკითხები:

• პრეზიდენტის ანგარიში – პრეზიდენტი აკეთებს ანგარიშს 31.03.2021-30.03.2026 წლებში ჩატარებული საქმიანობის შესახებ;
• პრეზიდენტის არჩევა;
• ვიცე-პრეზიდენტების არჩევა;
• განყოფილებების ხელმძღვანელების არჩევა;
• სწავლული მდივნის არჩევა;
• აკადემიური საბჭოს წევრების არჩევა;
• სხვადასხვა.

სხდომის დღის წესრიგში ცვლილებების სურვილის შემთხვევაში გთხოვთ წარმოადგინოთ წინადადებები ამავე ელ. ფოსტის საშუალებით, მოწვევის მიღებიდან 3 დღის ვადაში.

პატივისცემით,
ცხუმ-აფხაზეთის მეცნიერებათა აკადემია

ცხუმ-აფხაზეთის მეცნიერებათა აკადემია აცხადებს სტატიების მიღებას, რომლებიც გამოიცემა აკადემიის შრომების XXVI ტომში

 

გიგზავნით სტატიების გაფორმების წესებს: https://proceedings.taas.ge/index.php/taas/user/setLocale/ka_GE?source=/index.php/taas/guideline
 
სტატიების წარმოდგენის ბოლო ვადა არის მიმდინარე წლის 31 ივლისი, ხოლო კრებულის გამოცემა (ელექტრონული სახით) დაგეგმილია მიმდინარე წლის დეკემბრისთვის.
 
გისურვებთ წარმატებებს!!!
 
პატივისცემით,
ცხუმ-აფხაზეთის მეცნიერებათა აკადემია