ცხუმ-აფხაზეთის მეცნიერებათა აკადემიის კოლაბორაცია უცხოურ სამეცნიერო ცენტრებთან
2019 წლის 1-6 ივლისს, ლისაბონში ჩატარდა მათემატიკოსთა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „ დიფერენციალურ, სხვაობიან განტოლებებში და მათ გამოყენებებში“( “Differential and Difference Equations with Applications”).
კონფერენციის 235 მონაწილეთა შორის იყვნენ ევროპის (დიდი ბრიტანეთი, იტალია, გერმანია, საფრანგეთი, ესპანეთი, საბერძნეთი, ბელგია, ხორვატია, რუმინეთი, შვედეთი, რუსეთი, პოლონეთი, ირლანდია, ჩეხეთი, პორტუგალია, ნორვეგია, თურქეთი, ბულგარეთი, სლოვაკეთი, ლატვია, ლიტვა, უნგრეთი, საქართველო), სამხრეთ და ჩრდილოეთ ამერიკის (ა.შ.შ., კანადა, მექსიკა, ბრაზილია), ავსტრალიის (ავსტრალია), აზიის (ჩინეთი, ტაივანი, სამხრეთ კორეა, ვიეტნამი, იაპონია, ინდოეთი, ყაზახეთი), აფრიკის (სამხრეთ აფრიკა, ეგვიპტე, ალჟირი, მაროკო) კონტინენტების წარმომადგენელი.
საქართველო წარმოდგენილი იყო 4 მონაწილეთი: პროფ. ილია თავხელიძე (თსუ), პროფ. გია ავალიშვილი (თსუ), პროფ. თემურ ჩილაჩავა და მისი სსუ-ს დოქტორანტი გიორგი ფოჩხუა.
პროფ. თემურ ჩილაჩავამ გააკეთა მოხსენება „ სამდონიანი ასიმილაციის პროცესის აღმწერი ოთხგანზომილებიანი დინამიური სისტემის კვლევა“ („Research of the four-dimensional dynamic systems describing processes of three-level assimilation“). მოხსენებას, რომელმაც ჩაიარა მაღალ დონეზე, ესწრებოდნენ ცნობილი მეცნიერები მათემატიკურ მოდელირებაში, რიცხვით ანალიზში, დიფერენციალურ და ინტეგრალურ განტოლებებში.
კონფერენციაზე მოსმენილი მოხსენებებიდან საუკეთესოები სამეცნიერო სტატიების სახით 2020 წლის 21 ოქტომბერს გამოიცა ცნობილ გამომცემლობა Springer-ში (Differential and Difference Equations with Applications, 2020, volume 333).
ამ ნომერში გამოქვეყნდა ცხუმ-აფხაზეთის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტის (იმ დროისთვის ვიცე-პრეზიდენტის) თემურ ჩილაჩავას, მისი დოქტორანტის გიორგი ფოჩხუას და პროფესორ სანდრა პინელასის (პორტუგალია, ლისაბონი, ამადორა, აკადემიის საბუნებისმეტყველო მენიერებათა ფაკულტეტის დეკანი, დიფერენციალური და სხვაობიანი განტოლებების სპეციალისტი, კონფერენციის ორგანიზატორი) სამეცნიერო ნაშრომი
Temur Chilachava, Sandra Pinelas, George Pochkhua
Research of Four-Dimensional Dynamic Systems Describing Processes of Three’level Assimilation
Cite this paper as:
Chilachava T., Pinelas S., Pochkhua G. (2020) Research of Four-Dimensional Dynamic Systems Describing Processes of Three’level Assimilation. In: Pinelas S., Graef J.R., Hilger S., Kloeden P., Schinas C. (eds) Differential and Difference Equations with Applications. ICDDEA 2019. Springer Proceedings in Mathematics & Statistics, vol 333, pp. 281 – 297. Springer, Cham. https://doi.org/10.1007/978-3-030-56323-3_22