(რეტროსპექტივა 1932–2021 წწ.)

 სასწავლო დაწესებულებები

♦ 1932 წლის 4 თებერვალს დაარსდა სოხუმის სახელმწიფო აგროპედაგოგიური ინსტიტუტი, რომელიც 1933 წელს გადაკეთდა ა. გორკის სახელობის სოხუმის სახელმწიფო პედაგოგიურ ინსტიტუტად (პირველი რექტორი ალექსი ჭოჭუა)

♦ 1952 წელს ქუთაისში დაარსდა ქუთაისის სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტი, რომელიც 1959 წელს გადავიდა სოხუმში და მას ეწოდა საქართველოს სუბტროპიკული მეურნეობის ინსტიტუტი. მსოფლიოში არსებობდა მხოლოდ 2 სუბტროპიკული მეურნეობის ინსტიტუტი

♦ 1979 წლის 5 თებერვალს სოხუმში გაიხსნა მ. გორკის სახელობის სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი (ცნობარი). 1979 წლის მაისში სოხუმის უნივერსიტეტს (საბჭოთა კავშირის მინისტრთა საბჭოს დადგენილებით ოფიციალური სახელწოდებაა) უწოდეს აფხაზეთის უნივერსიტეტი

♦ საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის (შემდგომში სტუ-ს) სოხუმის ფილიალი

სამეცნიეროკვლევითი ინსტიტუტები

♦ აფხაზური ენისა და ლიტერატურის ინსტიტუტი შეიქმნა 1925 წელს, ხოლო 1950 წლიდან მას დაერქვა აფხაზური ენის, ლიტერატურისა და ისტორიის ინსტიტუტი

♦ 1927 წელს სოხუმში შეიქმნა სახელგანთქმული ექსპერიმენტალური პათოლოგიისა და თერაპიის ინსტიტუტი, ე.წ. მაიმუნების საშენი, სადაც მიმდინარეობდა ექსპერიმენტები პრიმატებზე (1958-1992 წწ. დირექტორი აკადემიკოსი ბორის ლაპინი). 1983 წლიდან 1989 წლამდე ექსპერიმენტებისათვის კოსმოსში სოხუმის მაიმუნების საშენიდან 8 მაიმუნი მაკაკა რეზუსი იმყოფებოდა (Macacus mulatta)

♦ 1948 წელს სოხუმში შეიქმნა სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის „ატოლის“ სოხუმის ფილიალი, სადაც მიმდინარეობდა შავი ზღვის მონიტორინგის სამუშაოები ჰიდროაკუსტიკური მეთოდების გამოყენებით, რადიოტექნიკური საშუალოების დამუშავება და დამზადება, ზღვის მეტერეოლოგიის, ეკოლოგიური მონიტორინგისა და წყალქვეშა კვლევითი სამუშაოები

♦ სოხუმის ფიზიკა-ტექნიკის ინსტიტუტი (სფტი) შეიქმნა 1950 წელს ორი გასაიდუმლოებული სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის შერწყმით. ამ ორი ცენტრის საქმიანობა 1945-1949 წლებში, დაკავშირებული იყო ყოფილი სსრკ-ს მიერ ატომური ბომბის შექმნის ტექნოლოგიებთან. აღნიშნული ცენტრების ხელმძღვანელები იყვნენ მსოფლიოში ცნობილი გერმანელი მეცნიერები სარაინდო ჯვრის კავალერი, სტალინური პრემიის ორგზის (1947წ., 1953წ.) ლაურეატი პროფესორი ბარონ მანფრედ ფონ არდენე (1907-1997 წ.წ.) და ნობელის პრემიის ლაურეატი პროფესორი გუსტავ ჰერცი (1887-1975 წწ.). მათთან ერთად მუშაობდნენ მსოფლიოში ცნობილი მეცნიერები: მ. სტეინბეკი, პ. ტისენი, ჰ. ბარვიხი, მ. ფოლმერი, ვ. შუტცე, ნ. რილი, რ. დოეპელი და სხვები

♦ კურორტოლოგიისა და არატრადიციული მედიცინის, სოფლის მეურნეობის და ბოტანიკის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტები

♦ 1974 წელს სოხუმში გაიხსნა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ნათიშვილის სახელობის ექსპერიმენტალური მორფოლოგიის ინსტიტუტის სოხუმის ფილიალი, გერონტოლოგიის სამეცნიერო ლაბორატორია