2023 წლის 30 მარტს, გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტს (http://gttu.edu.ge) და ცხუმ-აფხაზეთის მეცნიერებათა აკადემიას (taas.ge) შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
მემორანდუმის ფარგლებში, მხარეების ჩართულობით და ორგანიზებით განხორციელდება ერთობლივი კონფერენციები, საგანმანათლებლო ღონისძიებები და მნიშვნელოვანი სამეცნიერო პროექტები.
ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი მოაწერეს GTUNI-ს რექტორმა, პროფესორმა გიორგი მათიაშვილმა და ცხუმ-აფხაზეთის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტმა, ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა თემურ ჩილაჩავამ.
ხელმოწერას ესწრებოდნენ: უნივერსიტეტის აღმასრულებელი დირექტორი, კანცლერი ელი ელისაშვილი, უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობის განყოფილების უფროსი გრიგოლ კალანდაძე, აკადემიის სწავლული მდივანი პროფესორი გიორგი ფოჩხუა, აკადემიის რუსული ენისა და ლიტერატურის ინსტიტუტის დირექტორი, პროფესორი ზოია ადამია.