ცხუმ-აფხაზეთის მეცნიერებათა აკადემიამ, 2024 წლის 14 აგვისტოს, 14:00 საათზე, ჩაატარა კონფერენცია თემაზე: "1992 წლის 14 აგვისტო - 1993 წლის 30 სექტემბერი რუსეთ - საქართველოს ომი აფხაზეთში. 2024 წლის 26 ოქტომბერი - საქართველოს გადამწყვეტი გეოპოლიტიკური არჩევანი"

მოხსენება: სეპარატისტული მოძრაობის ჩამოყალიბება აფხაზეთში და მისი პოლიტიზაციის ისტორიისათვის – პროფესორი კახა კვაშილავა

დისკუსიაში მონაწილეობა მიიღეს: პროფ. თემურ ჩილაჩავამ, მალხაზ პატარაიამ, პროფ. გია კვაშილავამ, პროფ. მელორ ალფენიძემ, ზაურ ბედიამ, პროფ. ნუგზარ კერესელიძემ, პროფ. გოდერძი მელაძემ, პროფ. გულნაზ ხუხუამ, პროფ. მერი გაბედავამ, პროფ. გიორგი ფოჩხუამ, პროფ. ირინა გოგონაიამ

ცხუმ-აფხაზეთის მეცნიერებათა აკადემიამ, პედაგოგიკისა და მეთოდიკის ინსტიტუტმა 2024 წლის 1 ივნისს, 15:00 საათზე, Zoom- პლატფორმით ჩაატარა მეცნიერების დამსახურებული მოღვაწის, ამაგდარი პედაგოგის აკაკი ქარჩავას ხსოვნის საღამო

პროგრამა

შესავალი სიტყვა – ცხუმ-აფხაზეთის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი თემურ ჩილაჩავა

აკაკი ქარჩავას ცხოვრება და მოღვაწეობა – ცხუმ-აფხაზეთის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი ჯემალ ჯინჯიხაძე

გამომსვლელები:

გულნაზ ხუხუა – ცხუმ-აფხაზეთის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი

მედეა სალია – სოციოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი

მოგონებები

გადაცემათა ციკლი: "აფხაზეთი - საქართველოს მეორე სამეცნიერო ცენტრი“, მეათე გადაცემა: ცხუმ-აფხაზეთის მეცნიერებათა აკადემია (თბილისი, 2011-დღემდე) (მეორე ნაწილი). წარმოდგენილია ცხუმ-აფხაზეთის მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტები, სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების დირექტორები და სწავლული მდივნები, აკადემიის შრომების კრებულის საერთაშორისო რედკოლეგია, სამეცნიერო კონფერენციები, სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენციები, იუბილეები, მომავალი მიზნები (სურათები). გადაცემის სტუმარი: პროფ. თემურ ჩილაჩავა, ცხუმ-აფხაზეთის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი, საქართველოს საბუნებისმეტყველო და განათლების მეცნიერებათა აკადემიების წევრი, ფაზისის აკადემიის წევრი, 29.05.2024
გადაცემათა ციკლი: "აფხაზეთი - საქართველოს მეორე სამეცნიერო ცენტრი“, მეცხრე გადაცემა: ცხუმ-აფხაზეთის მეცნიერებათა აკადემია (თბილისი, 2011-დღემდე) (პირველი ნაწილი). წარმოდგენილია ცხუმ-აფხაზეთის მეცნიერებათა აკადემიის დაარსება, მიზნები, აკადემიის ხელმძღვანელობა, აკადემიის წევრები (სურათები). გადაცემის სტუმარი: პროფ. თემურ ჩილაჩავა, ცხუმ-აფხაზეთის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი, საქართველოს საბუნებისმეტყველო და განათლების მეცნიერებათა აკადემიების წევრი, ფაზისის აკადემიის წევრი, 22.05.2024
გადაცემათა ციკლი: "აფხაზეთი - საქართველოს მეორე სამეცნიერო ცენტრი“, მერვე გადაცემა: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალი (თბილისი, 1993-2005 წწ.) (მესამე ნაწილი). წარმოდგენილია ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალის დიდი წარმატებები სამეცნიერო დარგში (1994-2005 წლებში 130 თანამშრომელმა დაიცვა საკანდიდატო, ხოლო 25 სადოქტორო დისერტაციები) (სურათები). შიდა და გარე მოწინააღმდეგეები. ამ პერიოდის დასკვნითი შეფასება. გადაცემის სტუმარი: პროფ. თემურ ჩილაჩავა, ცხუმ-აფხაზეთის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი, საქართველოს საბუნებისმეტყველო და განათლების მეცნიერებათა აკადემიების წევრი, ფაზისის აკადემიის წევრი, 08.05.2024
გადაცემათა ციკლი: "აფხაზეთი - საქართველოს მეორე სამეცნიერო ცენტრი“, მეშვიდე გადაცემა: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალი (თბილისი, 1993-2005 წწ.) (მეორე ნაწილი). წარმოდგენილია ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალის დიდი წარმატებები სასწავლო და სამეცნიერო დარგებში (სურათები). განსაკუთრებული მხარდამჭერები თბილისის სასწავლო და სამეცნიერო ცენტრებიდან, პროფესორები: ელიზბარ ნადარაია, ვახტანგ კოკილაშვილი, დავით გორდეზიანი, ჰამლეტ მელაძე, ილია თავხელიძე, გიორგი ჯაიანი, თამაზ თადუმაძე, სერგო ხარიბეგაშვილი, თეიმურაზ ჯანგველაძე, დავით ნატროშვილი, გურამ ბელთაძე, ავთანდილ გაგნიძე, თენგიზ მეუნარგია, თამაზ ობგაძე, თინათინ დავითაშვილი, თეიმურაზ კივილაძე, ილია მიქაძე, თეიმურაზ ზარქუა, მარატ ციცქიშვილი, კობა ხარაძე, ქეთევან პავლიაშვილი, ვლადიმერ პაპავა, ნოდარ ჭითანავა, გიორგი მალაშხია, ანზორ თოთაძე, ოთარ გამყრელიძე, გურამ ნაჭყებია, მირიან ტურაშვილი, ავთანდილ გიორგობიანი, ტარიელ სართანია, ლუიზა ჭანუყვაძე, რევაზ ბასარია, კლიმენტი აჩელაშვილი და სხვა. გადაცემის სტუმარი: პროფ. თემურ ჩილაჩავა, ცხუმ-აფხაზეთის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი, საქართველოს საბუნებისმეტყველო და განათლების მეცნიერებათა აკადემიების წევრი, ფაზისის აკადემიის წევრი, 01.05.2024
გადაცემათა ციკლი: "აფხაზეთი - საქართველოს მეორე სამეცნიერო ცენტრი“, მეექვსე გადაცემა: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალი (თბილისი, 1993-2005 წწ.) (ნაწილი პირველი). წარმოდგენილია ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალის დაფუძნება თბილისში, ახალი ხელმძღვანელობა, ფაკულტეტები, კათედრები, დეკანები, კათედრის გამგეები (სურათები). განსაკუთრებული მხარდამჭერები თბილისის სასწავლო და სამეცნიერო ცენტრებიდან: აკადემიკოსი როინ მეტრეველი; აკადემიკოსი ომარ გოგიაშვილი; აკადემიკოსი ივანე კიღურაძე; აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა; პროფესორი დავით გორდეზიანი; პროფესორი ნოდარ ჭითანავა. გადაცემის სტუმარი: პროფ. თემურ ჩილაჩავა, ცხუმ-აფხაზეთის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი, საქართველოს საბუნებისმეტყველო და განათლების მეცნიერებათა აკადემიების წევრი, ფაზისის აკადემიის წევრი, 24.04.2024
გადაცემათა ციკლი: "აფხაზეთი - საქართველოს მეორე სამეცნიერო ცენტრი“, მეხუთე გადაცემა: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალი (სოხუმი, 1989-1993 წწ.). წარმოდგენილია ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალის დაარსება, ხელმძღვანელობა, ფაკულტეტები, სპეციალობები, კათედრები, დეკანები, კათედრის გამგეები, პროფესურა (სურათები). გადაცემის სტუმარი: პროფ. თემურ ჩილაჩავა, ცხუმ-აფხაზეთის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი, საქართველოს საბუნებისმეტყველო და განათლების მეცნიერებათა აკადემიების წევრი, ფაზისის აკადემიის წევრი, 17.04.2024
გადაცემათა ციკლი: "აფხაზეთი - საქართველოს მეორე სამეცნიერო ცენტრი“, მეოთხე გადაცემა: აფხაზეთის (სოხუმის) სახელმწიფო უნივერსიტეტი (1979-1989 წწ.). წარმოდგენილია აფხაზეთის (სოხუმის) სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსება, ფაკულტეტები, სპეციალობები, კათედრები, რექტორები, დეკანები, კათედრის გამგეები, პროფესურა (სურათები). გადაცემის სტუმარი: პროფ. თემურ ჩილაჩავა, ცხუმ-აფხაზეთის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი, საქართველოს საბუნებისმეტყველო და განათლების მეცნიერებათა აკადემიების წევრი, ფაზისის აკადემიის წევრი, 10.04.2024
გადაცემათა ციკლი: "აფხაზეთი - საქართველოს მეორე სამეცნიერო ცენტრი", მესამე გადაცემა: სოხუმის პედაგოგიური ინსტიტუტის მოკლე ისტორია (1932-1979 წწ.). ქართველების, აფხაზებისა და სხვა ეროვნების წარმომადგენელთა ერთად მუშაობის მოკლე ისტორია. წარმოდგენილია სოხუმის პედაგოგიური ინსტიტუტის დაარსება, ფაკულტეტები, სპეციალობები, კათედრები, რექტორები, პროფესურა (სურათები). გადაცემის სტუმარი: პროფ. თემურ ჩილაჩავა, ცხუმ-აფხაზეთის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი, საქართველოს საბუნებისმეტყველო და განათლების მეცნიერებათა აკადემიების წევრი, ფაზისის აკადემიის წევრი, 03.04.2024
2024 წლის 30 მარტს, 14:00 საათზე ცხუმ-აფხაზეთის მეცნიერებათა აკადემიამ, კონფლიქტოლოგიისა და მშვიდობის ინსტიტუტმა, Zoom- პლატფორმით ჩაატარა კონფერენცია

პროგრამა

შესავალი სიტყვა – ცხუმ-აფხაზეთის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი თემურ ჩილაჩავა

მშვიდობის ფილოსოფია – ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი თეიმურაზ ფაჩულია

დისკუსია

გადაცემათა ციკლი: "აფხაზეთი - საქართველოს მეორე სამეცნიერო ცენტრი", მეორე გადაცემა: აკუსტიკის ინსტიტუტის სოხუმის ფილიალის "ატოლის" და სოხუმის ექსპერიმენტული პათოლოგიისა და თერაპიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის (ე.წ. მაიმუნების საშენი) შესახებ. გადაცემის სტუმარი: პროფ. თემურ ჩილაჩავა, ცხუმ-აფხაზეთის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი, საქართველოს საბუნებისმეტყველო და განათლების მეცნიერებათა აკადემიების წევრი, ფაზისის აკადემიის წევრი, 27.03.2024
გადაცემათა ციკლი: "აფხაზეთი - საქართველოს მეორე სამეცნიერო ცენტრი", პირველი გადაცემა - აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის სოხუმის ფიზიკა-ტექნიკის ინსტიტუტი (სფტი). გადაცემის სტუმარი: პროფ. თემურ ჩილაჩავა, ცხუმ-აფხაზეთის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი, საქართველოს საბუნებისმეტყველო და განათლების მეცნიერებათა აკადემიების წევრი, ფაზისის აკადემიის წევრი, 20.03.2024
2024 წლის 2 მარტს, 14:00-16:40 საათზე ცხუმ-აფხაზეთის მეცნიერებათა აკადემიამ, აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის მათემატიკის ინსტიტუტმა , Zoom- პლატფორმით ჩაატარა აფხაზეთისა (1959) და საქართველოს (1962) დამსახურებული მასწავლებლის, დოცენტის ანატოლი მელაძის 110 წლისთავისადმი მიძღვნილი ხსოვნის საღამო

პროგრამა

შესავალი სიტყვა – ცხუმ-აფხაზეთის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი თემურ ჩილაჩავა

ამაგდარი პედაგოგის ანატოლი მელაძის პედაგოგიური და საზოგადოებრივი მოღვაწეობა – სსუ-ს საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა, მათემატიკის, ტექნოლოგიებისა და ფარმაციის ფაკულტეტის პროფ. ციალა ძიძიგური

მოგონებები:

პროფ. ჯემალ ჯინჯიხაძე, პროფ. როლანდ დუდუჩავა, პროფ. ოთარ ჭკადუა, პროფ. ჰამლეტ მელაძე, პროფ. თამაზ ობგაძე, პროფ. ილია თავხელიძე, პროფ. დავით ნუცუბიძე, პროფ. ნინო თოფურიძე, გიორგი კაკუბერი, ვახტანგ ჭანია, რომეო ფოჩხუა, ბესარიონ ნაყოფია, პროფ. გოდერძი მელაძე, გურამ მელაძე, არჩილ მელაძე, ვახტანგ მელაძე

ცხუმ-აფხაზეთის მეცნიერებათა აკადემიამ, აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის მათემატიკის ინსტიტუტმა 2024 წლის 10 თებერვალს, 13.00-16.30, Zoom პლატფორმით ჩაატარა ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორის, სსუ-ის მათემატიკისა და კომპიუტერულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ყოფილი დეკანის რევაზ (რეზო) აბსავას ხსოვნის საღამო
გია კვაშილავას საავტორო გადაცემა „ფაზისის აკადემიის კვლევები". გადაცემის სტუმარი: პროფ. თემურ ჩილაჩავა, ცხუმ-აფხაზეთის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი, 17.01.2024
თათია მაჩაიძის საავტორო გადაცემა - „განათლება". სტუმარი - ცხუმ-აფხაზეთის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი თემურ ჩილაჩავა
გია კვაშილავას საავტორო გადაცემა „ფაზისის აკადემიის კვლევები". გადაცემის სტუმარი: პროფ. თემურ ჩილაჩავა, ცხუმ-აფხაზეთის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი, 27.12.2023
ცხუმ-აფხაზეთის მეცნიერებათა აკადემიამ 2023 წლის, 16 დეკემბერს, 16:00 საათზე Zoom-პლატფორმით „აფხაზეთის ცნობილი მეცნიერები"-ს ციკლის ფარგლებში ჩაატარა ხსოვნის საღამო, რომელიც მიეძღვნა ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორის ოთარ გაბისონიას დაბადებიდან 95 წლისთავს
„ფაზისის აკადემიის კვლევები" - გია კვაშილავას საავტორო გადაცემა, გადაცემის სტუმარი: პროფ. თემურ ჩილაჩავა, ცხუმ-აფხაზეთის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი, 01.11.2023
გია კვაშილავას საავტორო გადაცემა „ფაზისის აკადემიის კვლევები". გადაცემის სტუმარი: პროფ. თემურ ჩილაჩავა, ცხუმ-აფხაზეთის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი, 25.10.2023
„ფაზისის აკადემიის კვლევები" - გია კვაშილავას საავტორო გადაცემა. სტუმარი: პროფ. თემურ ჩილაჩავა, ცხუმ-აფხაზეთის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი, 28.09.2023
„ფაზისის აკადემიის კვლევები" - გია კვაშილავას საავტორო გადაცემა. სტუმარი ცხუმ-აფხაზეთის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი, ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი თემურ ჩილაჩავა, 28.06.2023
ცხუმ-აფხაზეთის მეცნიერებათა აკადემიის კონფერენცია „აფხაზეთის პრობლემები", 22.06.2023
„ფაზისის აკადემიის კვლევები" - გია კვაშილავას საავტორო გადაცემა. სტუმარი ცხუმ-აფხაზეთის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი, ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი თემურ ჩილაჩავა, 21.06.2023
ცხუმ-აფხაზეთის მეცნიერებათა აკადემიამ 2023 წლის 18 ივნისს (საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის ბაზაზე) ჩაატარა I საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „ეკონომიკური განვითარების აქტუალური პრობლემები და გამოწვევები თანამედროვე მსოფლიოში". კონფერენციის მასალები გამოქვეყნდა ცხუმ-აფხაზეთის მეცნიერებათა აკადემიის შრომების კრებულში (ტომი 23, https://proceedings.taas.ge/index.php/taas/user/setLocale/ka_US?source=/index.php/taas/issue/view/859)
2023 წლის16 მაისს, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის გეოპოლიტიკური მოდელირების ლაბორატორიაში, პოლიტიკის მეცნიერებათა და მორალის აკადემიის ინიციატივით, გაიმართა მეორე სამეცნიერო კონფერენცია თემაზე: „პოლიტიკის მეცნიერებათმცოდნეობის ქართული სკოლა - ეროვნული და საერთაშორისო განზომილება“

კონფერენციის თანაორგანიზატორები და პარტნიორები იყვნენ:

– კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის გეოპოლიტიკური მოდელირების ლაბორატორია;

– საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია – ინოვაციებისა და მაღალი ტექნოლოგიების ცენტრი;

– შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი (მეცნიერების პოპულარიზაციის პროგრამა);

– ცხუმ-აფხაზეთის მეცნიერებათა აკადემია;

– საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი;

– საქართველოს საპატრიარქოს წმინდა თამარ მეფის სახელობის უნივერსიტეტი;

– საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის სამეცნიერო საბჭო.

კონფერენციაზე მოხსენებით „სოციალური და პოლიტიკური პროცესების მათემატიკური მოდელირება. ქართველი მათემატიკოსების როლი“ გამოვიდა ცხუმ-აფხაზეთის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი, ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი თემურ ჩილაჩავა

2023 წლის 10 მაისს, ცხუმ-აფხაზეთის მეცნიერებათა აკადემიამ ჩაატარა საღამო, რომელიც მიეძღვნა, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ნამდვილი წევრის, ცხუმ-აფხაზეთის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსის, ლატვიის მეცნიერებათა აკადემიის საპატიო დოქტორის, შოთა რუსთაველის სახელობის პრემიის ლაურეატის, გალაკტიონ ტაბიძის სახელობის პრემიის ლაურეატის, ფრანც კაფკას სახელობის საერთაშორისო ოქროს მედლის მფლობელის, მაქსიმ რილსკის, ვლადიმერ ვინიჩენკოს, მავრიკ ვულფსონის, ალექსანდრე ჩაკის სახელობის პრემიების ლაურეატის, უკრაინის ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის, დიპლომატისა და საზოგადო მოღვაწის, პროფესორ რაულ ჩილაჩავას 75 წლის იუბილეს

პროგრამა

შესავალი სიტყვა – ცხუმ-აფხაზეთის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი თემურ ჩილაჩავა

მისალმება – სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სახელით პროფესორი ნესტან კეკელია

რაულ ჩილაჩავას ცხოვრება და შემოქმედება – ცხუმ-აფხაზეთის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი ტიტე მოსია

გამოსვლები:

პროფესორი ციალა მესხია – რაულ ჩილაჩავას პოეზია

აფხაზეთის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი ზურაბ ლომთათიძე

ფაზისის აკადემიის პრეზიდენტი გია კვაშილავა

პოლიტიკოსი ვახტანგ ყოლბაია

პოლიტიკოსი ავთანდილ დავითაია

პროფესორი ციალა ძიძიგური

რაულ ჩილაჩავა

მისამართი: თბილისი, პოლიტკოვსკაიას ქ. 26, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი, პროფესორ რევაზ (რეზო) აბსავას სახელობის აუდიტორია, № 418

2023 წლის 7 მარტს ცხუმ-აფხაზეთის მეცნიერებათა აკადემიამ ჩაატარა საღამო, რომელიც მიეძღვნა აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის პრემიის ლაურეატის, ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორის, ცხუმ-აფხაზეთის მეცნიერებათა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტის, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორის ოთარ ჭკადუას 70 წლის იუბილეს. ცხუმ-აფხაზეთის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ თანამშრომელი, პროფესორი ციალა ძიძიგური დაჯილდოვდა აკადემიის საპატიო სიგელით.
ცხუმ-აფხაზეთის მეცნიერებათა აკადემიამ 2022 წლის 2 დეკემბერს, 15:00-19:30 (მისამართი: თბილისი, პოლიტკოვსკაიას ქ. 26, მე-4 სართული, პროფესორ რევაზ აბსავას სახელობის აუდიტორია №418) ჩაატარა კონფერენცია „აფხაზეთის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრები. სამეცნიერო-აკადემიური პოტენციალი“

პროგრამა

შესავალი სიტყვა – ცხუმ-აფხაზეთის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი თემურ ჩილაჩავა

1.აკადემიკოსი ილია ვეკუას სამეცნიერო-პედაგოგიური და საზოგადოებრივი მოღვაწეობა – თსუ-ს ილია ვეკუას სახელობის გამოყენებითი მათემატიკის ინსტიტუტის დირექტორი, პროფესორი გიორგი ჯაიანი

2. ფუნდამენტური მეცნიერებების განვითარება აფხაზეთში – პროფესორი თემურ ჩილაჩავა

3. ჰუმანიტარული მეცნიერებების განვითარება აფხაზეთში – პროფესორი ოთარ ჟორდანია

4. საბუნებისმეტყველო მეცნიერებების განვითარება აფხაზეთში – აფხაზეთის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი, პროფესორი ზურაბ ლომთათიძე

5. საქართველოს სუბტროპიკული მეურნეობის ინსტიტუტის ისტორია. სოფლის მეურნეობის კადრების მომზადება- პროფესორი ნუგზარ ებანოიძე

6. ტექნიკური დარგის მეცნიერებების განვითარება აფხაზეთში – პროფესორი გოდერძი მელაძე

7. აკადემიკოს ილია ვეკუას სახლ-მუზეუმის გახსნა შეშელეთში (1987 წ.) – აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს დეპუტატი ვახტანგ ყოლბაია

ნაჩვენები იყო ვიდეო და ფოტომასალა.

მოგონებებით გამოვიდნენ: პროფესორი ჰამლეტ მელაძე, პროფესორი თამაზ კირცხალია, ფაზისის აკადემიის პრეზიდენტი გია კვაშილავა, პროფესორი ნესტან კეკელია.

პრეზიდენტი თემურ ჩილაჩავა – შესავალი სიტყვა

პროფესორი გიორგი ჯაიანი

პროფესორი თემურ ჩილაჩავა

პროფესორი ოთარ ჟორდანია, პროფესორი ზურაბ ლომთათიძე

პროფესორი ზურაბ ლომთათიძე, პროფესორი ნუგზარ ებანოიძე, პროფესორი გოდერძი მელაძე

პროფესორი გოდერძი მელაძე, პოლიტიკოსი ვახტანგ ყოლბაია, ფაზისის აკადემიის პრეზიდენტი გია კვაშილავა

პროფესორი ჰამლეტ მელაძე, პროფესორი ნესტან კეკელია

26 ოქტომბერს, 15.00 საათზე (პოლიტკოვსკაიას 26, პროფესორ რევაზ აბსავას სახელობის 418-აუდიტორიაში) სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის „გამოყენებითი მათემატიკის აქტუალური საკითხების“ სამეცნიერო სემინარზე (ხელმძღვანელი ცხუმ-აფხაზეთის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი, ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი თემურ ჩილაჩავა) სადოქტორო პროგრამის „გამოყენებითი მათემატიკის“ დოქტორანტმა, ფაზისის აკადემიის პრეზიდენტმა გია კვაშილავამ გააკეთა მოხსენება „საერთოქართველური ენობრივი სისტემა. გავრცელების ტერიტორიის დინამიკა“. გაიმართა საინტერესო დისკუსია, რომელშიც მონაწილეობდნენ: ავთანდილ დავითაია, ზურაბ ხონელიძე, ნუგზარ კერესელიძე, ნინო თოფურიძე, მაია ჩქვანავა, თემურ ჩილაჩავა, გია კვაშილავა)
2021 წლის 2 დეკემბერს, 14.00-ზე სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში, პროფესორ რევაზ აბსავას სახელობის აუდიტორიაში (პოლიტკოვსკაიას 26, №418) და Zoom პლატფორმით (ჰიბრიდული წესით) სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტმა და ცხუმ-აფხაზეთის მეცნიერებათა აკადემიამ ჩაატარა კონფერენცია “აფხაზეთის მკვიდრნი გამოჩენილი მეცნიერები“, რომელიც მიეძღვნა აკადემიკოს ილია ვეკუას (23.04.1907-02.12.1977) ცხოვრებას და სამეცნიერო-საზოგადოებრივ მოღვაწეობას

პროგრამა

შესავალი სიტყვა – სსუ-ს საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა, მათემატიკის, ტექნოლოგიებისა და ფარმაციის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ნესტან კეკელია

 სსუ-ს სპიკერი, პროფესორი დავით ჯალაღონია

გზა შეშელეთიდან მთაწმინდამდე – ცხუმ-აფხაზეთის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი, პროფესორი თემურ ჩილაჩავა

მოგონებები

პროფესორი გიორგი ჯაიანი

პროფესორი ნატალია ჩინჩალაძე

პროფესორი ციალა ძიძიგური

პროფესორი ნუგზარ კერესელიძე

პროფესორი ილია თავხელიძე

2021 წლის 25 სექტემბერს, 12.00-16.00 Zoom- პლატფორმით ცხუმ-აფხაზეთის მეცნიერებათა აკადემიამ დაიწყო მოხსენებათა ციკლი „აფხაზეთის კონფლიქტის მოგვარების ასპექტები“

მოხსენება თემაზე აფხაზეთის გახლეჩილი საზოგადოებისსაგზაო რუკა“ – პოლიტიკური დისკრიმინაციიდანუსაფრთხო თანასაზოგადოებამდე გააკეთა ცხუმ-აფხაზეთის მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტმა, ფსიქოლოგიის დოქტორმა, პოლიტიკური ფსიქოლოგიის საერთაშორისო ასოციაციის წევრმა, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის გეოპოლიტიკური მოდელირების ლაბორატორიის ხელმძღვანელმა; წმინდა თამარის საპატრიარქოს უნივერსიტეტის პროფესორმა ალექსანდრე რუსეცკიმ.

მოხსენებაში განხილული იყო: აფხაზეთის პოლიტიკური კრიზისის მოდელი – უნიონისტები და სეცესსიონისტები; კვაზისამშვიდობო პროცესის მაჩვენებელი – უნიონისტთა პოლიტიკური დისკრიმინაცია; მსხვერპლის სტატუსის პრობლემა პოლიტიკის მეცნიერებებში; იძულებით გადაადგილებულთა და დევნილთა ინდივიდუალური და კოლექტიური უფლებები; პოლიტიკური სინკრეტიზმის მოდელი აფხაზეთისთვის; კარლ დოიჩის „უსაფრთხო თანასაზოგადოების“ მოდელი აფხაზეთისთვის.

დისკუსიაში მონაწილეობა მიიღო 20-მდე მეცნიერმა და ამ პრობლემებით დაინტერესებულმა სპეციალისტმა.

სულ მონაწილეობდა 32 პიროვნება.

2021 წლის 17 ივლისს, ცხუმ-აფხაზეთის მეცნიერებათა აკადემიისა და ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის საქართველოს საისტორიო საზოგადოების ორგანიზებით Zoom პლატფორმით ჩატარდა კონფერენცია „აფხაზეთის ისტორიისა და კულტურის საკითხები“

კონფერენცია ძირითადად მიეძღვნა გალის რაიონში (აფხაზეთი/საქართველო) არსებულ პრობლემებს.

კონფერენციის პროგრამა

შესავალი სიტყვა – აკადემიის პრეზიდენტი თემურ ჩილაჩავა

1. სამურზაყანო: ისტორიული რეტროსპექტივა – პროფ. კახა კვაშილავა.

2. „აფხაზეთის ეკლესია“ კონსტანტინოპოლისა და მოსკოვის საპატრიარქოებს შორის არჩევანში და ანტიოქიის ეკლესია- ავტოკეფალიის თუ ავტონომიის სტატუსი – აკადემიკოსი ქეთევან პავლიაშვილი.

3. გალის რაიონის (აფხაზეთი/საქართველო) საჯარო სკოლებში ქართულ ენაზე, ქართული ენა და ლიტერატურის სწავლების შესახებ (დინამიკა 1994 წლიდან დღემდე) – გალის რაიონის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი ნონა შონია.

4. აფხაზეთი – ქართული ენის კონცეპტი – აკადემიის სწავლული მდივანი, წევრ-კორესპონდენტი ნანა კუცია.

კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობდა 41 მეცნიერი და ამ პრობლემებით დაინტერესებული ადამიანები.

გაიმართა საგნობრივი დისკუსია აღნიშნულ თემებზე.

განიხილეს საერთაშორისო ორგანიზაციებისადმი, ასევე სამეცნიერო ცენტრებისადმი მიმართვის პროექტი, რომელიც ეხება გალის რაიონში (აფხაზეთი/საქართველო), ქართული ენის დევნას და საქართველოს ისტორიის გაყალბებას.

პროფესორ თემურ ჩილაჩავას გამოსვლა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში წიგნის პრეზენტაციაზე (10.01.2019)

Springer Proceedings in Mathematics & Statistics, Mathematics, Informatics, and their Applications in Natural Sciences and Engineering, v. 276, 2019

ცხუმ-აფხაზეთის მეცნიერებათა აკადემიის სხდომა (08.02.2018)
თემურ ჩილაჩავას საჯარო ლექცია სოხუმის სახელწიფო უნივერსიტეტში (26.01.2018)
პროფესორი ვახტანგ ადამია - 100 (12.07.2017)
გადაცემა "აფხაზეთი" - ილია ვეკუას 110 წლის იუბილე (01.05.2017)
აკადემიკოს ილია ვეკუას ხსოვნის საღამო სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში (02.12.2015)
გადაცემა "აფხაზეთი" - ოთარ ჟორდანიას იუბილე (23.09.2015)
პირველი სადოქტორო დისერტაციის დაცვა ზუსტ მეცნიერებაში სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში (27.07.2015)
დიმიტრი გულიას დაბადების 140 წლისთავისადმი მიძღვნილი სამეცნიერო სხდომა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში (15.03.2015)
დიმიტრი გულია 140 (06.03.2015)
გიორგი ძიძარიას 100 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო სხდომა (09.05.2014)