2026 წლის 30 მარტს, 19:00 სთ-ზე, ელექტრონულად Zoom პლატფორმაზე გაიმართა ა(ა)იპ „ცხუმ-აფხაზეთის მეცნიერებათა აკადემიის“ (შემდგომში - აკადემია) საერთო კრება

აკადემიის საერთო კრებაზე განხილული იყო შემდეგი საკითხები:

• პრეზიდენტის თემურ ჩილაჩავას ანგარიში 03.2021-30.03.2026 წლებში ჩატარებული საქმიანობის შესახებ;

• პრეზიდენტის არჩევა;

• ვიცე-პრეზიდენტების არჩევა;

• განყოფილებების ხელმძღვანელების არჩევა;

• სწავლული მდივნის არჩევა;

• აკადემიური საბჭოს წევრების არჩევა.

აკადემიის საერთო კრების თავმჯდომარედ არჩეული იყო აკადემიკოსი თემურ ჩილაჩავა (25 ხმა მომხრე, 0 – წინააღმდეგ, 0 – თავი შეიკავა).

1. აკადემიკოსმა თემურ ჩილაჩავამ გააკეთა ანგარიში აკადემიის მიერ 03.2021-30.03.2026 წლებში ჩატარებული საქმიანობის შესახებ, რომელიც დადებითად შეფასდა;

2. აკადემიის წევრებმა ქეთევან პავლიაშვილმა, გია კვაშილავამ აკადემიის პრეზიდენტად დააყენეს აკადემიკოსი თემურ ჩილაჩავას კანდიდატურა, რომელიც ერთხმად (25 ხმა მომხრე, 0 – წინააღმდეგ, 0 – თავი შეიკავა) იყო არჩეული;

3. აკადემიის არჩეულმა პრეზიდენტმა თემურ ჩილაჩავამ აკადემიის ვიცე-პრეზიდენტებად დააყენა აკადემიკოს თემურ შენგელიას და აკადემიის წევრ-კორესპონდენტის ხათუნა ამაღლობელის კანდიდატურები, რომლებიც ერთხმად იყვნენ არჩეულები (25 ხმა მომხრე, 0 – წინააღმდეგ, 0 – თავი შეიკავა);

4. აკადემიის ფუნდამენტური და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა განყოფილების ხელმძღვანელად ერთხმად იყო არჩეული აკადემიის პრეზიდენტი თემურ ჩილაჩავა (25 ხმა მომხრე, 0 – წინააღმდეგ, 0 – თავი შეიკავა);

5. აკადემიის საზოგადოებრივ მეცნიერებათა განყოფილების ხელმძღვანელად ერთხმად არჩეული იყო აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი თემურ შენგელია (25 ხმა მომხრე, 0 – წინააღმდეგ, 0 – თავი შეიკავა);

6. აკადემიის ენისა და ლიტერატურის განყოფილების ხელმძღვანელად ერთხმად არჩეული იყო აკადემიის წევრ-კორესპონდენტი ეკა ვარდოშვილი (25 ხმა მომხრე, 0 – წინააღმდეგ, 0 – თავი შეიკავა);

7. აკადემიის არჩეულმა პრეზიდენტმა თემურ ჩილაჩავამ აკადემიის სწავლულ მდივნის თანამდებობაზე დააყენა აკადემიის წევრ-კორესპონდენტის გიორგი ფოჩხუას კანდიდატურა, რომელიც ერთხმად იყო არჩეული (25 ხმა მომხრე, 0 – წინააღმდეგ, 0 – თავი შეიკავა);

8. აკადემიის წესდების თანახმად ერთხმად (25 ხმა მომხრე, 0 – წინააღმდეგ, 0 – თავი შეიკავა) არჩეული იყო აკადემიის აკადემიური საბჭო, შემდეგი 11 კაციანი შემადგენლობით:

თემურ ჩილაჩავა – პრეზიდენტი, თავმჯდომარე

თემურ შენგელია – ვიცე-პრეზიდენტი

ხათუნა ამაღლობელი – ვიცე-პრეზიდენტი

გიორგი ფოჩხუა– სწავლული მდივანი

ეკა ვარდოშვილი

გია კვაშილავა

მერი გაბედავა

მალხაზ ღვინჯილია

გოდერძი მელაძე

მინედა ჭანტურია

თინათინ დავითაშვილი

2021 წლის 31 მარტს შედგა ცხუმ–აფხაზეთის მეცნიერებათა აკადემიის საერთო კრება

დღის წესრიგი:

1. აკადემიკოს ოთარ ჟორდანიას მოხსენება ცხუმ-აფხაზეთის მეცნიერებათა აკადემიაში გაწეული მუშაობის შესახებ;

2. ცხუმ-აფხაზეთის მეცნიერებათა აკადემიის წესდებაში ცვლილებების განხორციელების შესახებ;

3. ცხუმ-აფხაზეთის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტის არჩევნები;

4. სხვადასხვა.

დაადგინეს:

1. არჩეულ იქნეს აკადემიკოსი თემურ ჩილაჩავა ცხუმ-აფხაზეთის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტად.